სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა.

სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ზურაბიშვილის შტაბის ფეისბუქგვერდზე განცხადება გავრცელდა.

“თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სატვირთო ავტომობილი ახორციელებდა საქართველოს ფოსტის ტვირთის გადაზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით. სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ – სარეკლამო მაისურებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”.

ზურაბიშვილის შტაბი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.