შალვა ნათელაშვილი რუსთავში იმყოფებოდა

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი რუსთავში იმყოფებოდა. პრეზიდენტობის კანდიდატი, რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მრავალშვილიან ოჯახს შეხვდა. მარტოხელა დედა ექვს შვილთან ერთად ელექტროენერგიის, ყოფილ ჯიხურში, მძიმე ცხოვრობს. ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება. მრავალშვილიანი დედა ამბობს, რომ მას სახლის გაყიდვა შვილის ავადმყოფობის გამო მოუწია, რადგან მისი მკურნალობა სოლიდურ თანხებთან იყო დაკავშირებული. შალვა ნათელაშვილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მას გამარჯვების შემთხვევაში დახმარებას დაპირდა. შალვა ნათელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს.