ცენტრალურ ამერიკაში ქარიშხალ “მაიკლს” 13 ადამიანი ემსხვერპლა

ჰონდურასში, ნიკარაგუასა და სალვადორში დღეს, ქარიშხალ “მაიკლის” შედეგად, დაახლოებით, 13 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Razón სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამსახურის ინფორმაციით, ქარიშხალმა ჰონდურასში – 6, ნიკარაგუაში – 4, ხოლო სალვადორში 3 ადამიანი სახლების ნგრევისა და ძლიერი წვიმების შედეგად იმსხვერპლა. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლება მცირეწლოვნის დაკარგვაზე იტყობინება, რომელიც ჰონდურასში მდინარის დინებამ გაიტაცა.