რუსთავის საქალაქო სასამართლოში თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.სასამართლოს წინაშე ამ წუთებში ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს.
ალახვერდიევის, სულეიმანოვისა და გულიევის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) მიმდინარეობს. ე. გულიევსა და რ. ალახვერდიევს 157-ე მუხლის პირველი პრიმას პირველი და მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული.
სხდომას მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი თავმჯდომარეობს, პროცესს ოთხივე ბრალდებული ესწრება.