გარდაბნის თბოსადგურ 2-ის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების მოთხოვნები დაკმაყოფილდა

გარდაბნის თბოსადგურ 2-ის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების მოთხოვნები დაკმაყოფილდა. როგორც ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებების შემდეგ გამოსულმა კომპანიის წარმომადგენლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუშებს განუცხადეს,პრობლემების ნაწილი უკვე თითქმის მოგვარებულია. ამ ეტაპზე მოწესრიგებულია სამუშაო პირობებისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა,უახლოეს დროში გამოიყოფა ტრანსპორტი რომელიც მუშებს მოემსახურება. რაც შეეხება ანაზღაურებას დასაქმებულების ანაზღაურება მათი რანგების და წოდებების მიხედვით განისაზღვრება.