დღეიდან პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა მსურველებს საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათებლო დაწესებულებებში და ონლაინ ვებ გვერდზე vet.emis.ge შეუძლიათ. სახელმწიფო დაფიანსებით სხელმწიფო პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობა ყველა იმ პირს აქვს, რომელსაც აქვს ზგადი განათლების საბაზო, ცხრა კლასის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შეეხება ასაკს, ასაკობრივი ზღვარი შეზღუდული არ არის. სწავლის მსურველებს სპეციალური ტესტირების გავლა მოუწევთ.