გამოვრიცხავ უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებას-მაია ცქიტიშვილი

გამოვრიცხავ უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებას ,გამოძიება დაწყებულია ,რომლის წარმატებით დასრულება უნდა იყოს არასამთავრობოების ინტერესში- ამის შესახებ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა , მარნეულში მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე , ყალბი პირადობების დამზადებასთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ უმრავლესობისთვის პრიორიტეტულია,რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდობიანად და რაც მთავარია, გამჭვირვალედ ჩატარდეს. ცქიტიშილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში , ყველა არჩევნები გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდა. „ჩვენს მიერ ჩატარებული ყველა არჩევნები შეფასებული იყო ,როგორც ღია და გამჭვირვალე. გასაკვირია,როცა არასამთავრობოები უარს აცხადებენ იმ ინფორმაციის დასახელებაზე,რომელიც გამოავლენს ,ამ ფაქტის არსებობის შემთხვევაში ,დამნაშავეს.“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა