განადგურებულია ყველა სახის საქონელი ასი პროცენტით-ამის შესახებ რუსთავის “სტამბოლის ბაზრობის” მიმდებარე ტერიტორიაზე დამწვარი ე.წ ახალი ბაზრის მფლობელმა განაცხადა. ბაზრის მეპატრონე ამბობს, რომ ის ითანამშრომლებს მოვაჭრეებთან და ადგილზე დასაქმებულებთან რათა ზარალის ანაზღაურება მოხდეს. მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები, ელექტროენერგია იყო გათიშული. ბაზრობის მფლობელი არ იზიარებს ვერსიას, რომ ხანძარი შესაძლოა ხელოვნურად ყოფილიყო გაჩენილი. მისი თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია.