მარნეულში, ისევე როგორც სხვა რაიონებში ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება შესაბამისი აღჭურვილობით“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების მობილიზებაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა არჩევნების მიმდინარეობის დროს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს – საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მარნეულში, ისევე როგორც სხვა რაიონებში ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება შესაბამისი აღჭურვილობით. ამ ეტაპზე არ არსებობს ამის კონკრეტული მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში იქნება სხვაგან გადაადგილებაც“,- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში, პოლიციის სამმართველოსთან სამართალდამცავთა მობილიზება ხდება. რამდენიმე წუთის წინ, იქ სპეციალური დანიშნულების რაზმი მიიყვანეს. ადგილზეა სპეცტექნიკაც, მათ შორის, ორი ე.წ. კობრა.