დიდთოვლობის გამო, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.