მეტროს ლიანდაგებში მამაკაცი ჩავარდა

მეტროს სადგურ „ისანში“ ლიანდაგებში მამაკაცი ჩავარდა. შემთხვევა 17:30 საათზე მოხდა.როგორც თბილისის სატრენსპორტო კომპანიაში აცხადებენ , ადგილზე სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო გამოძახებული, თუმცა, მამაკაცს დახმარება არ დასჭირდა. იგი თავს კარგად გრძნობდა.

„ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრის ამოსაყვანად მოძრავი მატარებელი გვირაბშივე გაჩერდა, რის შემდეგაც ლიანდაგებზე ძაბვა მოიხსნა და მამაკაცი უვნებლად ამოიყვანეს“, – აცხადებენ კომპანიაში.