რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით ანტი სააგიტაციო მასალა გააკრეს

“ნაცტერორისტები”, “წართმეული ქონება” , “ვერ დაბრუნდებით” -რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით ამ შინაარსის ანტი სააგიტაციო მასალა გააკრეს. პლაკატები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საარჩევნო სააგიტაციო მასალისთვის განკუთვნილ სტენდებზეა განთავსებული. ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდეც ფიქსირდებოდა და მსგავს ქმედებებს მოსახლეობამ საკუთარი არჩევანით პასუხი უკვე გასცა.ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ანტისააგიტაციო მასალა ქართული ოცნების დაკვეთით განთავსდა. ამ დროისთვის გარკვეულ მისამართებზე მსგავსი შინაარსის პლაკატები უკვე ჩამოხეულია ან შეღებილია.