მსოფლიო ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ტურნირი ნორიოში

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში ევროპის მრავალგზის ჩემპიონისა და მსოფლიო ჩემპიონის ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა. ტურნირს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი ესწრებოდნენ. ღია პირველობა მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ორგანიზებით 2003 და უმცროსი ასაკის, 125 მოსწავლე-სპორტსმენს შორის ჩატარდა.
პირველ,მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს სიგელები და მედლები გადაეცათ. ტურნირის გამარჯვებულს კი ავთანდილ ჭრიკიშვილის თასი გადაეცა. მსგავსი ტიპის სპორტული ღონისძიებები მიზნად ძიუდოს პოპულარიზაციასა და პერსპექტიული სპორტსმენების წახალისების ისახავს.