აბუ-დაბიში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგად უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ

აბუ-დაბიში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგად უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინულ დელეგაციაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყაროების თქმით, აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთი სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგად, მხარეები “უახლოეს დროს ტყვეთა მასშტაბურ გაცვლაზე” შეხითხითებდნენ.

 

“სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ არის ჩვენი დელეგაციის მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი – შევძელით შეთანხმების მიღწევას უახლოეს დროს ტყვეთა მასშტაბურ გაცვლაზე,” – განაცხადა წყარომ.