მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა (+ფოტო)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთაველის ქუჩაზე. მერსედესის მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით 19 წლის გოგო საქალაქო ტრანსპორტიდან ჩამოვიდა,სამარშუტო ტაქსს წინიდან მოურა,რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ასევე თვითმხილველების ინფორმაციით დაზარალებული საავტომობილო გზაზე სწრაფად გადაადგილდებოდა,როგორც ისინი ამბობენ მსუბუქი ავტომობილი გზაზე დაბალი სიჩქარით მოძრაობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟები. დაშავებული სასწრაფო სამედიიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.