ბერა ივანიშვილის ცოლს, ნანუკა გუდავაძეს ქორწილში ულამაზესი, ცისფერი კაბა ეცვა, რომელიც ბრიტანულმა სამოდელო სახლმა Ralph & Russo შექმნა. საქორწინო კაბა 2016 წლის გაზაფხული-შემოდგომის კოლექციიდან არის.
ნანუკა გუდავაძის კაბის ფასი უცნობია, თუმცა Ralph & Russo-ს დახვეწილი, ელეგანტური სამოსი საკმაოდ ძვირი ღირს.
ცნობილია, რომ სამოდელო სახლის დიდი თაყვანისმცემელია ბრიტანელი პრინცის, ჰარის ცოლი – მეგან მარკლი ნიშნობის ოფიციალურ ფოტოებზე სწორედ Ralph & Russo-ს მიერ შექმნილი შავი გამჭირვალე კაბით გამოჩნდა. მეგანის კაბა, რომელიც სამოდელო სახლის Haute couture-ის 2016 წლის შემოდგომის კოლექციიდანაა 55,980 ფუნტი (თითქმის 72 ათასი დოლარი) ღირს.
2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა ნანუკა გუდავაძის კაბაც – შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბერა ივანიშვილის მეუღლის კაბა რამდენიმე ათეულ ათასი დოლარის ღირებულებისაა.