ნანუკა გუდავაძის კაბა მეგან მარკლის საყვარელმა მოდის სახლმა შექმნა

ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ცოლს, ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძეს ქორ­წილ­ში ულა­მა­ზე­სი, ცის­ფე­რი კაბა ეცვა, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნულ­მა სა­მო­დე­ლო სახ­ლმა Ralph & Russo შექ­მნა. სა­ქორ­წი­ნო კაბა 2016 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-შე­მოდ­გო­მის კო­ლექ­ცი­ი­დან არის.

ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძის კა­ბის ფასი უც­ნო­ბია, თუმ­ცა Ralph & Russo-ს დახ­ვე­წი­ლი, ელე­გან­ტუ­რი სა­მო­სი საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს.

ცნო­ბი­ლია, რომ სა­მო­დე­ლო სახ­ლის დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია ბრი­ტა­ნე­ლი პრინ­ცის, ჰა­რის ცოლი – მე­გან მარ­კლი ნიშ­ნო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ფო­ტო­ებ­ზე სწო­რედ Ralph & Russo-ს მიერ შექ­მნი­ლი შავი გამჭირვალე კაბით გამოჩნდა. მე­გა­ნის კაბა, რო­მე­ლიც სა­მო­დე­ლო სახ­ლის Haute couture-ის 2016 წლის შე­მოდ­გო­მის კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა 55,980 ფუნ­ტი (თით­ქმის 72 ათა­სი დო­ლა­რი) ღირს.

2016 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძის კა­ბაც – შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის კაბა რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ათასი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა.