პროექტი ,რომელიც ქალაქ რუსთავს დატბორვისგან დაიცავს მზადების პროცესშია- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა განაცხადა. მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა, უშუალოდ ისაუბრა პროექტზე და განაცხადა ,რომ პროექტი მარტის თვეში დასრულდება ,რის შემდეგაც სატენდერო პროცედურები დაიწყება. პროექტი რუსთავს იაღლუჯიდან წამოსული ღვარცოფისგან დაიცავს და ქალაქის დატბორვის პრევენციას მოახდენს.პროექტის ღირებულება ჯამში დაახლოებით 27 მილიონ ლარს შეადგენს.ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ,რომ სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ,პროექტის განხორციელება დაიწყება