რუსთავის ოთხ უბანზე რამდენიმე პირს მარკირება აღენიშნებოდა

რუსთავის #39 უბანზე მისულ ამომრჩეველს მარკირება აღენიშნებოდა. როგორც ქრონიკას უბნის თავმჯდომარემ განუცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უმრავლესობა აღნიშნულს იზიარებს. ამომრჩეველს ცერა თითზე დეტექტორით შემოწმების შემდეგ მარკირება აღმოაჩნდა. შედგება შესაბამისი ოქმი, სადაც კომისიის წევრები საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. #39 უბანზე ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია, ამომრჩეველმა მარკირების აღმოჩენის შემდეგ უბნის ტერიტორია დატოვა. ჩვენი ინფორმაციით მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა #5 #17 #26 უბანზეც.