ქალაქის შემოსასვლელში გამწვანების აქცია გაიმართება

   რუსთავის მაჟორიტარი-დეპუტატის გიორგი ბეგაძის ინიციატივით,ქალაქის შემოსასვლელში გამწვანების აქცია გაიმართება. ქალაქის შემოსასვლელის განახლების  პროექტის ფარგლებში , ტერიტორიაზე 700 ხის ნერგი დაირგება. დეპუტატის თქმით, რუსთავის შემოსასვლელს განსაკუთებული იერსახე უნდა ჰქონდეს და ამ საქმეში ყველა რუსთაველი აქტიურად უნდა ჩაერთოს. აქცია ხვალ დილის ცხრა საათიდან დაიწყება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. იდეის განხორციელებამდე დეპუტატმა, პროექტი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა ,სადაც რუსთაველები პროექტის განხორციელებამდე საკუთარ იდეებსა და მოსაზრებებს აფიქსირებენ.