ხმა მივეცი ცვლილებებს-დავით ბაქრაძე

არჩევნებში თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილე კანდიდატმა “ევროპული საქართველოდან” დავით ბაქრაძემ. ბაქრაძის განცხადებით მან არჩევანი ცვლილებების სასარგებლოდ გააკეთა:

„ხმა მივეცი ცვლილებებს, იმიტომ რომ არჩევნების პირველ ტურში ჩვენმა ამომრჩეველმა ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას და ხალხს სჭირდება ცვლილებები, საზოგადოებას აღარ უნდა ისეთი ცხოვრება, როდესაც გარშემო არის უამრავი პრობლემა და არ არის ამ პრობლემის მომგვარებელი. პირველი ტურის მთავარი დასკვნა არის ის, რომ საზოგადოება და ქვეყანა არჩევნებიდან ელოდება ცვლილებებს, წინსვლას და უკეთესობას. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანოთ საზოგადოების ეს განწყობაც და აქედან გამომდინარეობდა ჩემი არჩევანიც.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.