რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ დავით კეკელიძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ,,ქრონიკის” ინფორმაციით გადაწყვეტილება კეკელიძემ რამდენიმე დღის წინ მიიღო. რუსთავის მერიაში ინფორმაცია დაადასტურეს და TV4-ს განუცხადეს რომ კეკელიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
შეგახსენებთ, დავით კეკელიძემ პოსტზე რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ 2017 წლის 29 ნოემბერს დანიშნა.
მერის მოადგილემდე კეკელიძე რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. 1998 წლიდან 2015 წლამდე კი სხვადასხვა ბანკში ეკავა წამყვანი თანამდებობები.
ქრონიკის ინფორმაციით ამ ეტაპზე რუსთავის მერია მოლაპარაკებებს ვაკანტურ პოსტზე პაატა კილაძესთან აწარმოებს. ქრონიკა ამ წუთებში ინფორმაციის გადამოწმებას თავად კილაძესთან ცდილობს.პაატა კილაძეს ამჟამად შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის უფროსის თანამდებობა უკავია.