მარნეულის მუნიციპალიტეტი საახალწლოდ 29 000-მდე ლარს დახარჯავს. 14 ათასი 400 ლარად მარნეულის მერია ნაძვის ხის შეძენას გეგმავს. როგორც ტენდერის მოთხოვნებშია მითითებული პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ნაძვის ხის ადგილზე მიტანა, მონტაჟი. ნაძვის ხე უნდა იშლებოდეს და უნდა იყოს მრავალჯერადი გამოყენების.ტენდერში ამ დროისთვის მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო და მიმდინარეობს მისი შეფასება.
14 ათას 50 ლარს დახარჯავს მარნეულის მერია საახალწლო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვაში.
ტენდერის თანახმად საახალწლო კონცერტში მონაწილეობას დი-ჯეი და 7 ანიმატორი მიიღებს, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმებით შეირჩევიან. ეს კრიტერიუმებია მათი ასაკი და გამოცდილება. დიჯეი 25 წლამდე 4 წლიანი გამოცდილებით, ხოლო ანიმატორები 3 წლიანი გამოცდილებით. პროგრამა 90 წუთს შეადგენს.
ტენდერი სხვა ტექნიკურ მომსახურებასაც გულისხმობს, რომელშიც მონაწილეობის მიღება 6 დეკემბრამდეა შესაძლებელი.