მუხლი, რომლითაც დავით კირკიტაძე დააკავეს, 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა დააკავეს. ის კახეთში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად დაშავებული აქტივისტის მოსანახულებლად ჩავიდნენ.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებმა მოინახულეს დაშავებული, შენიშნეს ავტომობილი, სადაც როგორც მოგვიანებით გაირკვა პოლიციის წარმომადგენლები ისხდნენ.
მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დავით კირკიტაძე და გააცნეს ბრალის დადგენილება.
როგორც ცნობილია, შს სამინისტრომ გამოძიება 353-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.