რუსთავში გარკვეულ მისამართებზე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია.
აბონენტებს ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ კომპანია “ენერგო-პრო -ჯორჯიასგან” ინფორმაცია წინასწარ არ მიუღიათ,შესაბამისად დაახლოებით სააათის განმავლობაში რუსთავის ზოგიერთ მისამართზე მათ ,გარდა იმისა რომ ელექტროენერგია არ აქვთ,ასევე არ ჰქონდათ,არც წინასწარი და არც შემდგომი ინფორმაცია, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით.ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია მესხიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს. როგროც TV4-ს ,,ენერგო პრო ჯორჯიაში” განუცხადეს , გათიშვა ავარიულად მოხდა და ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, როდის აღდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება. ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება ,,ენერგო პრო ჯორჯიას” 4829 აბონენტი.