როდის უნდა გასუფთავდეს ქალაქი სააგიტაციო მასალებისგან?

არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა ქალაქის სააგიტაციო მასალებისგან გასუფთავება 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ.

როგორც რუსთავის ზედამხედველობის სამსახურის იურისტმა, Tv4-ს განუცხადა, აღნიშნული ვადების გადაცილების შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდებიან, რაც პირველ ჯერზე 50 ლარის ოდენობით არის გათვალისწინებული. იურისტის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიები დაჯარიმების შემდეგაც არ უზურნველყოფენ სააგიტაციო მასალების ჩამოხსნას, ისინი განმეორებით 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.