სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რომის პაპ ფრანცისკეს დაბადების დღე მიულოცა.
„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. ჩვენ ყოველთვის სიყვარულით ვიხსენებთ თქვენს ვიზიტს საქართველოში და მიგვაჩნია, რომ მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოღვაწეობა და ის წვლილი, რომელიც შეგაქვთ ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისა და განმტკიცების საქმეში. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და მრავალჟამიერ ნაყოფიერ მოღვაწეობას. ვლოცულობთ თქვენთვის“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მილოცვის ტექსტში.