ილია მეორის კურთხევით, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, თევზით ხსნილი იქნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 31 დეკემბერი, პირველი და 2 იანვარი თევზით ხსნილი იქნება, – აღნიშნული განცხადება არქიდიაკონმა დემეტრემ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის დროს გააკეთა.

ამასთან, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კვირა საღამოს 23:00 საათზე იქნება დახვედრა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, წაკითხულ იქნება საშობაო ეპისტოლე და შემდეგ შესრულდება საზეიმო ლიტურგია. მანამდე კი, კვირა საღამოსვე 20:00 საათზე შესრულდება წმინდა სერობისა და წმინდა ცისკრის ჟამნი.