ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინდონეზიის დასავლეთით, ზონდის სრუტეში წარმოქმნილი ცუნამის შედეგად, დაღუპლთა რაოდენობა 222-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ქვეყნის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნულ სამმართველოში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 843 ადამიანი, 28 კი დაკარგულად მიიჩნევა. სამმართველოში მსხვერპლის რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ. სტიქიის შედეგად, ასობით სახლი და შენობაა დანგრეული. მიმდინარეობს დაზარალებულთა ევაკუაცია.