მეტალურგიიდან 400 ადამიანი იძულებით შვებულებაში გაუშვეს

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 ადამიანი იძულებით შვებულებაში გაუშვა.
რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ დღეს 12 დეკემბერს 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა. ამის შესახებ ქარხანა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„დღეს 12 დეკემბერს რუსთავის მეტალურგიული ქარხანაში გაჩერდა ერთი ფოლადსადნობი ღუმელის კომპლექსი. წარმოების მოცულობის ეს შემცირება წინასწარ იყო განცხადებული. ეს არის ირანიდან უხარისხო დემპინგური არმატურის მოზღვავებული იმპორტის შედეგი.
15 ნოემბერს ძალაში უნდა შესულიყო საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი, რაც შეაჩერებდა უხარისხო არმატურის იმპორტს. მთავრობის გადაწყვეტილებით კონტროლის შემოღებამ გადაიწია 15 იანვრამდე.
წარმოების შემცირებამ გამოიწვია 400 თანამშრომელის იძულებით შვებულებაში გაშვება.
ქარხანა იმედს გამოთქვავს, რომ კონტროლის მექანიზმები შევა ძალაში უახლოეს მომავალში და შემდგომი სიმძლავრეების შემცირება არ გახდება აუცილებელი. „