მკვლელობა მარნეულში–მოკლულია შუახნის ქალი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მვკლელობა დღეს გამთენიისას მოხდა. როგორც თანასოფლელები ყვებიან, მოკლულია შუახნის ქალი, რომლის ცხედარი საკუთარ სახლში ნათესავმა ნახა.

მათივე თქმით, სახლის ეზოში აღმოაჩინეს ორმოც. მეზობლები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ორმოში აპირებდა მკვლელობის ჩამდენი ცხედრის დამარხვას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.