პატარა სპორტსმენების წარმატება რესპუბლიკურ ტურნირზე. ჩემპიონატში რუსთავიდან ექვსმა მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა. ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში რუსთაველმა ნიკოლოზ ბელქანიამ წარმატებით იასპარეზა, პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონი გახდა.
საქართველოს რესუბლიკური ტურნირი სართიჭალაში მიმდინარეობდა და მასში ქვეყნის რამდნიმე ქალაქის წარმომადგენელი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.
რუსთაველმა სპორტსმენებმა ტურნირზე მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მოპოვებაც შეძლეს.