ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.

როგორც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოუკიდებული მათი შემდგომი ნაბიჯები.
“ხელისუფლებას ვთვაზობთ, შექმენით სამუშაო ჯგუფი – დავუშვათ ხუთი ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან! ჩვენც ჩვენს დელეგაციას ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით. სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად, კონსტიტუციურად, ევროპულად, სამართლებრივად დავსხდეთ და ამ პოლიტიკური კრიზისიდან ერთად გამოვიდეთ. ვადას 16 დეკემბრამდე გაძლევთ. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოუკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. უმორჩილესი თხოვნა მაქვს – ხელისუფლებავ, ნუ ატეხავთ ვაი-ვიშს და ჩემთან ელჩების გამოგზავნას ნუ დაიწყებთ. არც კონსტიტუციის და არც სამართლის ფარგლებიდან არ გავალთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.