გიორგი მარგველაშვილი – მე დაძაბული ურთიერთობა მქონდა მმართველ პარტიასთანაც და ოპოზიციასთანაც

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ბი-ბი-სი“-ს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში პრეზიდენტობის საკუთარ ვადას აჯამებს და აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული პროცესის გაღრმავება საქართველოში იმისთვის, რომ განვითარდეს პლურალიზმი.

„ეს პროცესი მარტივად არ მიმდინარეობდა. მე დაძაბული სიტუაცია მქონდა მმართველ პარტიასთანაც და ოპოზიციასთან. თუმცა, მცდელობები მიმართული იყო სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შენარჩუნებისკენ, დემოკრატიის გაღრმავებასა და ზოგადეროვნული განწყობის შენარჩუნებისკენ, იმ მთავარი მომენტებისადმი, რომელიც ჩვენთვის, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. კონკრეტული მაგალითი – ეს პირადი თავისუფლებებია, სახელმწიფო უნდა ვითარდებოდეს თავისუფლების პრინციპებზე დაყრდნობით. სხვა მომენტია – ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი პატივისცემა. ჩვენი ევროპული და ჩრდილოატლანტიკური არჩევანი, ოკუპაციის მიუღებლობა – ამ საკითხებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, როდესაც შენ არჩეული პრეზიდენტი ხარ – შეგიძლია ისაუბრო მთელი ერის სახლით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.