რუსთავში პირველი ანდერგრაუნდ სივრცე იხსნება

რუსთავის პირველი ანდერგრაუნდი „METALURGIA“ ტექნო მუსიკის მსმენელებს 21 დეკმებრიდან ელოდება.
„METALURGIA“ რუსთაველებს უალტერნატივო სივრცეს სთავაზობს, სადაც კვირაში ერთხელ ელექტრონული მუსიკის მოსმენა იქნება შესაძლებელი.

მიწისქვეშა „METALURGIA“ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან ახლოს, უკვე ყველასთვის ნაცნობ , ბარ „თაობას“ ტერიტორიაზე მდებარეობს. რუსთავში პირველი ანდერგრაუნდ სივრცის გახსნის იდეა სწორედ “თაობას” ეკუთვნის.

“METALURGIA იქნება უალტერნატივო სივრცე რუსთავში, რომელიც ახალგაზრდებს შესთავაზებს ძალიან ხარისხიან მუსიკას. მიჩვეულები ვართ, რომ გასართობად თბილისში დავდივართ და გვინდა, რომ ეს ტენდენცია შეიცვალოს. “თაობამ” უკვე აჩვენა, რომ ჩვენივე ქალაქშიც შეგვიძლია განტვირთვა და ამ ტენდენციას “თაობასთან” ერთად METALURGIA-ც გააგრძელებს. აქამდე ყველაფერს საკუთარი ძალებით ვაკეთებდით და ასევე გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, რუსთავს ეს ნიშაც შევმატოთ და ქალაქი გაიცნონ, ძალიან ახალგაზრდულ, ძალიან თავისუფალ და ტექნო მუსიკის მოყვარულ ქალაქად. “-ამბობს თაზო ჩხაიძე METALURGIA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

21 დეკემბერს „METALURGIA“ -ს ხუთი არტისტი გახსნის. Electrocity-ის ფარგლებში „მეტალურგიაში“ HAMATSUKI, FREQUENCY SHIFTER, TORNIKE GOGORISHVILI, NODYGE, SHOTICK დაუკრავენ.