რუსთავში საახალწლო ველომსვლელობა გაიმართა (+ფოტო)

რუსთავში საახალწლო ველო მსვლელობა გაიმართა . რუსთავის ველო მოყვარულთა კლუბის წევრებმა ტრადიციულად მსვლელობას , რომელიც ყოველთვის ბოლო კვირას იმართება საახალწლო საქველმოქმედო აქციის ხასიათი მისცეს და რუსთავში მცხოვრებ 4 სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრად ველოსიპედები , საახალწლო ნობათი და სათამაშოები გადასცეს . ორგანიზატორების თქმით , ველო მოყვარულთა კლუბმა შემოწირულობებით 1100 ლარი შეაგროვა, რითაც 4 ველოსიპედი და საახალწლო ნობათი შეიძინეს.