ცენტრალური საარჩევნო კომისია ხვალ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს. ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი.
პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მარიამ შელეგიას, თამარ ჟვანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.
იმ შემთხვევაში კი, თუ ცესკო თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და წარდგენილი სამი კანდიდატურიდან პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში აირჩევს.