რუსთავში, ავტომობილებიდან აკუმლატორები მოიპარეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც ავტომობილების მფლობელები ამბობენ, მათ მომხდარის შესახებ დილით შეიტყვეს.
უცნობმა პირებმა, აკუმლატორები ორი ავტომობილიდან მოიპარეს. ქურდობის ფაქტი რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე დაფიქსირდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც Tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.