სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს ქართველმა მხატვრებმა.

აქცია რუსთავის მხატვართა გაერთიანება “გამას” ხელმძღვანელის დავით ფიცხელაურის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობას რუსთაველი მხატვრები იღებდნენ.
მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე მხატვრებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს და ამ ფორმით გამოხატეს საკუთარი პროტესტი რუსული ოკუპაციიის წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეების თქმით, ყველამ უნდა დაინახოს, რომ საქართველო ოკუპაციას არასდროს შეეგუება.

ვიდეო: დავით ქაცარავა