თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის გზაგამტარის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტრამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე არსებული, რეაბილიტირებული რკინიგზის გზაგამტარი დაათვალიერა.

აღნიშნული გზაგამტარი, გასული საუკუნის 80-იან წლებშია აგებულია. ხიდი დაზიანებული იყო და არ შეესაბამებიოდა გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს.

რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად, ხიდზე არსებული პრობლემები სრულად მოგვარდა, კერძოდ: განხორციელდა გზაგამტარის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყო ახალი მოაჯირები და სადეფორმაციო ნაკერები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 984 200 ლარი შეადგინა. სამუშაოები 2018 წლის მაისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა.