საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ალილოს მონაწილეები დალოცა.
ალილოს პატარა მონაწილეები საპატრიარქოსთან იმყოფებოდნენ. პატარებს უწმინდესმა ტკბილეული გადასცა და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.
“გილოცავთ ქრისტეშობას. ბედნიერება სუფევდეს საქართველოში და მსოფლიოში. გაიხარეთ და გაგვახარეთ”, – მიმართა უწმიდესმა მათ.