რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით 82 წლის ქალი გარდაიცვალა.
ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის პაპუნა ბახტაძის განცხადებით, 82 წლის ქალი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში გუშინ შეიყვანეს, მას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.
პაციენტი გუშინვე გარდაიცვალა.
ჯერ-ჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, გახდა თუ არა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი H1N1.