რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაადგილება შეზღუდულია.
მოსახლეობა დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას მიკროავტობუსების სიმცირეს უკავშირებს , მათი თქმით გადაადგილების პრობლემები ყოველდღიურად ექმნებათ , განსაკუთრებით რთული ვითარებაა გლდანის მიმართულებით მოძრავ ხაზზე.
შეგახსენებთ რუსთავიდან თბილისში მგზავრებს დროებით, 2 თებერვლამდე 1.50 თეთრად ჩაიყვანენ, იქამდე სანამ სპეციალური კომისია მგზავრობის რეალურ ღირებულებას არ შეისწავლის და რეალურ ტარიფს დაადგენს.