რუსთავში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს (+ფოტო)

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, წაღებულია ფულადი თანხა. Tv4-ის ინფორმაციით, თანხა დაახლოებით 300 ლარს შეადგენს.

ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დადგენილია. ეჭვმიტანილი 30 წლამდე მამაკაცია.