საშობაო ალილო  გაიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც – საშობაო მსვლელობა მარიამ ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.
  შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობა ახარეს. ალილოში სასულიერო პირები, გარდაბნის მცხოვრებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ალილოს მსვლელობის დროს შეგროვებული ნობათი მარტყოფისა და ნორიოს ბავშვთა სახლს გადაეცემა.  საშობაო მსვლელობა გარდაბნის კულტურის ცენტრისა და მამა ზურაბის ორგანზებით გაიმართა.