რუსთავში ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა.
მსვლელობა რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ეზოდან დაიწყო და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გაგრძელდა.
ალილოს მონაწილეებს წინ რუსთავის სიონის წინამძღვარი – მამა დიმიტრი, მგალობლები და სტიქაროსნები მიუძღოდნენ.
საშობაო მსვლელობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილიც შეუერთდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
საშობაო ალილო გაიმართა ჭყონდიდელის დასახლებაშიც. მსვლელობას რუსთავის მერიც შეუერთდა.