ქალაქ ბოლნისში, საშობაო ალილო გაიმართა.
საშობაო ალილო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნიშიდან ფეხით მსვლელობით დაიწყო და მოხუცთა სახლამდე გაგრძელდა.
ალილო ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემის ლოცვა-კურთხევით გაიმართა და მასში მონაწილეობა ბოლნისის მოქალაქეებმა, სასულიერო პირებმა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. მსვლელობის შემდეგ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად მოხუცთა სახლში გადაინაცვლა და ბენეფიციარებს შობის დღესასწაული მიულოცა. მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოხუცებულებს საშობაო ნობათიც გადასცეს.