ხე, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის, მოჭრეს

20 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში 150 წლოვანი ალვის ხე მოჭრეს.

ხის მოჭრის სამუშაოები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განახორციელა. ხის მიმდებარე ცენტრალური გზა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობითვის შეზღუდული იყო. გზის ორივე მხარე პოლიციის თანამშრომლებმა გადაკეტეს.

აღსანიშნავია, რომ 19 იანვარს, საღამოს საათებში, ხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხდა. ადგილობრივების თქმით, ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ სიგარეტის ნამწვისგანაა ტერიტორია დამწვარი. მათივე მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს ხის მოჭრა. მიაჩნიათ, რომ მცენარე, რომელიც საუკუნე ნახევარზე მეტს ითვლის შესაძლოა მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას. ხის მოსაჭრელად ადგილობივ თვითმმართველობას მიმართეს.

წუარო: რადიო მარნეული