გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას ბრალს დღეს წარუდგენენ

გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას ბრალს დღეს წარუდგენენ.

ბავშვის დედას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. ის შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამოა დაკავებული.

ქალს ოფიციალურად ბრალს დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ. მეზობლების თქმით, დედა შვილებზე ძალადობდა.

მეზობლების განცხადებით, გარდაცვლილ ბავშვს ჰყავს დედმამიშვილები და ოჯახი თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდა.

ბავშვის გარდაცვალების შესახებ 22 იანვარს გახდა ცნობილი.