რა ხდება ტექისნპექტირების ცენტრებში (+ფოტო)

ტექინსპექტირების ცენტრებში დეკემბერთან შედარებით  იანვარში  ავტომობილების მძღოლების მიმართვიანობა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. რუსთავის ტექისპექტირების ცენტრ „დარეში“ აცხადებენ, რომ თუკი დეკემბერში  დღის მანძილზე ტესტირებას საშუალოდ  40–50 ავტომობილი გადიოდა, ახლა ეს რიცხვი  70–80–ს აღწევს. მოთხოვნის გაზრდას ცენტრში ე. წ ჭკვიანი კამერების მიერ ტექდათვალიერების არ გავლის გამო ავტომობილების მძღოლების ავტომატურ რეჟიმში დაჯარიმებას უკავშირებენ. მათივე ინფორმაციით, მძღოლებს წინასწარ ცხელ ხაზზე დარეკვის ან ვებ–გვერდის საშუალებით დაჯავშნის შესაძლებლობა აქვთ ტექინსპექტირების ცენტრებში რიგები თავიდან აიცილონ.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ვითარებას, როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში აცხადებენ, 2018 წლის დეკემბერში ტექდათვალიერებას თუ ყოველდღიურად 700-800 ავტომობილი გადიოდა, დღეს მათი რაოდენობა 3000-ს სცილდება და 4000-მდეც აღწევს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ „ჭკვიანი კამერების“ მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.